საბუღალტრო მომსახურება

  • სრული ბუღალტერია – ბუღალტრული მომსახურება დისტანციურადეს მომსახურება მოიცავს ბუღალტრულ პროგრამაში ჩანაწერების წარმოებას, შესაბამისი პირველადი დოკუმენტაციის ორგანიზებას, ყველა საგადასახადო დეკლარაციის წარდგენას და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მენეჯმენტს. ნებისმიერი ოპერაციის წინასწარ განხილვას საგადასახადო მიზნებისათვის და მენეჯმენტისათვის რისკების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
  • ბუღალტერიის აღდგენა – ეს მომსახურება მოიცავს წარსული პერიოდის ბუღალტრული ჩანაწერების და პირველადი დოკუმენტაციის აღდგენას საგადასახადო რისკების შემცირებისათვის, ჩაბარებული საგადასახადო დეკლარაციების სისწორის დადგენას და შესაბამისი კორექტირებების შეთავაზებას.
  • დეკლარირება და ინფორმაციის წარდგენა სხვადასხვა ორგანოებთან – MCG გთავაზობთ დახმარებას ნებისმიერი სახის ინფორმაციის მომზადებასა და წარდგენაში კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებთან.
  • სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება – საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით MCG დაგეხმარებათ თქვენ საქმიანობაზე მორგებული სააღრიცხვო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაში, რაც გამოგადგებათ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნების შესრულებისას.