იურიდიული მომსახურება
კომპანია MCG გთავაზობთ კვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის დარგებში. MCG სრულ იურიდიულ მხარდაჭერას გთავაზობთ შემდეგ სფეროებში: კორპორატიული მართვა; ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა; უძრავი ქონება და მშენებლობა; შრომითი ურთიერთობები; საგადასახადო და საბაჟო სამართალი; გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსები; სახელმწიფო შესყიდვები (ტენდერები).
ინვენტარიზაცია
აღნიშნული მომსახურება გულისხმობს, როგორც ძირითადი საშუალების, ასევე მარაგების აღწერას. ინდივიდუალური მოთხოვნიდან გამომდინარე შესაძლებელია ძირითადი საშუალების და მარაგების დაჯგუფება, დასურათება, შტრიხ კოდების მინიჭება და აღნიშნული ინფორმაციის მენეჯმენტისთვის მოთხოვნილ ფორმატში მიწოდება. მოთხოვნიდან გამომდინარე ასევე შესაძლებელია პროგრამული ნაშთების შედარება არსებულ ნაშთებთან.
ERP სისტემის დანერგვა
პროექტის გეგმა მოიცავს სისტემის ასამუშავებლად საჭირო ყველა ნაბიჯს, რომელიც დროშია გაწერილი. სწორედ ამ გეგმის შეთანხმების შემდეგ იწყება დანერგვის სამუშაოები, რომლებიც წარიმართება აღნიშნული გეგმით გათვალისწინებული განრიგის შესაბამისად. პროცესი მიმდინარეობს ERP სისტემების დანერგვის წამყვანი მეთოდოლოგიების, საერთაშორისო პრაქტიკების, ტექნოლოგიური სიახლეებისა და, რა თქმა უნდა, მომხმარებლების, საჭიროებების გათვალისწინებით. იმისთვის, რომ უფრო კარგად წარმოიდგინოთ, თუ რა ტიპის სამუშაოებია შესასრულებელი დანერგვის
ქონების შეფასება
MCG-ის პროფესიონალ შემფასებელებს გააჩნიათ ქონების ბაზრის სიღრმისეული ცოდნა და შესწევთ უნარი განსაზღვრონ ქონების საბაზრო ღირებულება. სტანდარტი აღიარებს ქონების შეფასების სამ მიდგომას: გაყიდვების შედარება შემოსავლების კაპიტალიზაცია დანახარჯები გაყიდვების შედარების მეთოდი აღიარებს ბაზარზე არსებულ ფასებს და თუ ეს მონაცემები ხელმისაწვდომია, გაყიდვების შედარების მიდგომა წარმოადგენს ყველაზე სისტემურ მიდგომას. შემოსავლის კაპიტალიზაციის მეთოდით მიჩნეულია, რომ უძრავი ქონების ღირებულება ფორმირდება ამავე ქონებიდან მისაღები შემოსავლის
აუდიტორული მომსახურება
ფინანსური აუდიტი – აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ეს მომსახურება მოიცავს კომპანიის ფინანსური ანგარიშგების შესაბამის აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას და ამ საკითხთან დაკავშირებით აუდიტორული მოსაზრების (დასკვნის) გამოთქმას მე-3 და მე-4 კატეგორიებისათვის. თემატური აუდიტი – მრავალი კომპანიისათვის მნიშვნელოვანია მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესახებ დამოუკიდებელი მოსაზრების მიღება. MCG გთავაზობთ, თქვენს ინტერესებზე მორგებულ, ეფექტურ და ოპტიმალურ მომსახურებას, რომელიც დაგიზოგავთ დროს და რესურესებს.
საბუღალტრო მომსახურება
სრული ბუღალტერია – ბუღალტრული მომსახურება დისტანციურად – ეს მომსახურება მოიცავს ბუღალტრულ პროგრამაში ჩანაწერების წარმოებას, შესაბამისი პირველადი დოკუმენტაციის ორგანიზებას, ყველა საგადასახადო დეკლარაციის წარდგენას და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მენეჯმენტს. ნებისმიერი ოპერაციის წინასწარ განხილვას საგადასახადო მიზნებისათვის და მენეჯმენტისათვის რისკების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ბუღალტერიის აღდგენა – ეს მომსახურება მოიცავს წარსული პერიოდის ბუღალტრული ჩანაწერების და პირველადი დოკუმენტაციის აღდგენას საგადასახადო რისკების შემცირებისათვის, ჩაბარებული საგადასახადო დეკლარაციების