ქონების შეფასება

MCG-ის  პროფესიონალ შემფასებელებს გააჩნიათ ქონების ბაზრის სიღრმისეული ცოდნა და შესწევთ უნარი განსაზღვრონ ქონების საბაზრო ღირებულება.

სტანდარტი აღიარებს ქონების შეფასების სამ მიდგომას:

  1. გაყიდვების შედარება
  2. შემოსავლების კაპიტალიზაცია
  3. დანახარჯები

გაყიდვების შედარების მეთოდი აღიარებს ბაზარზე არსებულ ფასებს და თუ ეს მონაცემები ხელმისაწვდომია, გაყიდვების შედარების მიდგომა წარმოადგენს ყველაზე სისტემურ მიდგომას.

შემოსავლის კაპიტალიზაციის მეთოდით მიჩნეულია, რომ უძრავი ქონების ღირებულება ფორმირდება ამავე ქონებიდან მისაღები შემოსავლის შედეგად.

დანახარჯების მიდგომით უძრავი ქონების ღირებულება განისაზღვრება მიწის შეძენისა და ანალოგიური სარგებლიანობის შენობის აშენების დანახარჯის შეფასებით. გონივრულია, რომ შემფასებელმა განიხილოს სამივე მიდგომა. საბოლოო ღირებულების შესახებ შემფასებლის ანგარიში დამოკიდებულია მის მიერ გამოყენებული მონაცემებისა და პროცედურების გათვალისწინებაზე, მის მიერვე ხორციელდება სხვადასხვა მიდგომით გამოთვლილი ღირებულებითი მაჩვენებლების შეჯერება და საბოლოო მაჩვენებელის  მიღება.

უძრავი ქონების შეფასება მოიცავს:

  •  მიწის შეფასებას
  •  შენობა-ნაგებობების შეფასებას
  •  კომერციული ფართების შეფასებას
  •  საცხოვრებელი ბინის შეფასებას
  • ტექნიკის/სპეც. ტექნიკის შეფასებას
  • მანქანა-დანადგარების  შეფასებას       

არამატერიალური ქონების შეფასება

არამატერიალური აქტივებისა და ინტელექტუალური საკუთრების შეფასება სულ უფრო მზარდ ადგილს იკავებს თანამედროვე საწარმოებში. თანამედროვე მსოფლიოში არამატერიალური აქტივების რეალური ღირებულების გამოყენება ფინანსური ანგარიშგების, საწარმოს შეძენის/გაყიდვის და სხვა მიზნებისთვის სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება.