ERP სისტემის დანერგვა
პროექტის გეგმა მოიცავს სისტემის ასამუშავებლად საჭირო ყველა ნაბიჯს, რომელიც დროშია გაწერილი. სწორედ ამ გეგმის შეთანხმების შემდეგ იწყება დანერგვის სამუშაოები, რომლებიც წარიმართება აღნიშნული გეგმით გათვალისწინებული განრიგის შესაბამისად. პროცესი მიმდინარეობს ERP სისტემების დანერგვის წამყვანი მეთოდოლოგიების, საერთაშორისო პრაქტიკების, ტექნოლოგიური სიახლეებისა და, რა თქმა უნდა, მომხმარებლების, საჭიროებების გათვალისწინებით.
იმისთვის, რომ უფრო კარგად წარმოიდგინოთ, თუ რა ტიპის სამუშაოებია შესასრულებელი დანერგვის პროცესში, გთავაზობთ მცირე ჩამონათვალს.
- კომპანიის ბიზნეს პროცესების შესწავლა
- პროგრამის ინტერფეისის მორგება
- სააღრიცხვო პოლიტიკის აწყობა
- კომპანიის პირველადი მონაცემების პროგრამაში ჩატვირთვა
- შემოსავლების სამსახურის პორტალთან (rs.ge–სთან) კავშირის აწყობა
- კომპანიის ბიზნეს პროცესების პროგრამაში მოდელირება
- კონსულტაციები პროგრამის სხვადასხვა ფუნქციონალზე
- სისტემის გაშვების მხარდაჭერა
- ბიზნეს პროცესების შესაბამისად ანგარიშგებების, ანალიტიკური რეპორტების, საბეჭდი ფორმების რესტრუქტურიზაცია და სხვა.